ჩიკაგოში ერთ-ერთ წვეულებაზე მისულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და 13 ადამიანი დაჭრა. მათგან 4 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ადგილზე მისულმა პოლიციამ დამნაშავე დააკავა.
ჩიკაგოში მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათში მინისოტის შტატში უცნობმა პირმა სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან რიგში მდგომ ხალხს ცეცხლი გაუხსნა.
ერთ დღეში შეერთებული შტატების 3 შტატში სროლის შედეგად 28 ადამიანია დაჭრილი. პოლიცია თავდასხმებს შორის კავშირს იძიებს.