30 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
8 დღე ვადის ამოწურვამდე - წარადგენს თუ არა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ინვესტორს

ინვესტორების წარმოდგენის ვადის ამოწურვამდე რვა დღით ადრე ანაკლიის კონსორციუმში ამტკიცებენ, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება მხოლოდ ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. მათივე თქმით, ინვესტორი არსებობს. როგორც კონსორციუმის გენერალური დირექტორი "კურიერთან" საუბარში აცხადებს, თუ სახელმწიფო მათთან ხელშეკრულებას გაწყვეტს, დავა სასამართლოში გადავა.

ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაურკვეველი დროით გადავადებას მმართველი გუნდის ინტერესებს უკავშირებს ბადრი ჯაფარიძეც. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლებას სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართული გაჭიანურების მცდელობაში ადანაშაულებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კომპანიისთვის ინვესტორის წარმოსადგენად მიცემული ვადის ამოწურვას ელოდება.

ანაკლიის პორტის მშენებლობის ირგვლივ არსებული კითხვის ნიშნები ქვეყნის საგარეო იმიჯისა და ეკონომიკისთვის დამაზარალებლად მიაჩნიათ ეკონომისტებს. სპეციალისტები როგორც სახელმწიფოს, ისე კონსორციუმის მხრიდან მეტ გამჭვირვალობას ითხოვენ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პორტის მშენებლობის პროექტიდან აგვისტოში გასული "კონტი ჯგუფის" შემცვლელის დასახელების ვადა წლის ბოლოს,  31 დეკემბერს, ეწურება. სწორედ ამ დღეს უნდა გაირკვეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელისუფლება. 

დღის ამბები