30 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ევროპაში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში შტორმია. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. შვიდი ადამიანი დაიღუპა ესპანეთში, ორი კი პორტუგალიაში.

ევროპას ჯერ შტორმი "ელზა", შემდეგ კი ქარიშხალი "ფაბიანი" დაატყდა თავს. პორტუგალიაში შტორმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ლისაბონში  სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა. ესპანეთში  ავიარეისები გადაიდო.

ევროპის ზოგიერთ ქალაქში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ძლიერი შტორმის შედეგად სავაჭრო გემი კლდეს შეეჯახა იტალიაში.

ცუდი ხილვადობის მიუხედავად, მაშველებმა გემბანზე მყოფი ყველა მგზავრის გადარჩენა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოახერხეს. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენები მონაწილეობდნენ.

დღის ამბები