ხანგრძლივი პაუზის შემდეგ UFC-ს ირლანდიელი მებრძოლო კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს უბრუნდება.
18 იანვარს მაკგრეგორი ლას ვეგასში დონალდ სერონეს დამარცხებას შეედება.
UFC-ის ცნობით მაკგრეგორის ბრძოლის ბილეთები რეკორდულად სწრაფად, სამ წუთში გაიყიდა.
დანა ვაითის ინფორმაციით, შემოსავალი უკვე 10 მილიონს აჭარბებს. ბილეთების ფასი 350 დოლარიდან იწყებოდა.
საუკეთესო ადგილები კი 1500 დოლარი ღირდა. წელს სერონესთან ბრძოლა მაკგრეგორისთვის ერთადერთი არ იქნება, ირლანდიელს წელს სამი ბრძოლის გამართვა სურს, მათ შორის, ხაბიბ ნურმაგომედოვთან მატჩ-რევანში.