ლონდონის "ჩელსი" ინგლისის ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველის ჯეიდონ სანჩოს შეძენას გეგმავს.
ლონდონური კლუბი მზად არის 19 წლის ფეხბურთელში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. სანჩო "მანჩესტერ სიტიდან" "დორტმუნდში" 2017 წელს გადავიდა.
ინგლისელმა 74 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მან პირველად 2018 წლის ოქტომბერში ითამაშა, 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ორჯერ გამოიჩინა.
19 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს.