30 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
უპრიანი იქნება დაველოდოთ 31 დეკემბერს, ვნახოთ რა მოხდება ამ ვადაში - მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე

ანაკლიის კონსორციუმის დირექტორის განცხადებას საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა უპასუხა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან არა ერთხელ მოისმინა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან ინვესტორებთან დაკავშირებით ინფორმაცია, რეალურად პროექტში ინვესტორი არ ჩანს.

მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ვადის ამოწურვას დაელოდება და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, გაუუქმებს თუ არა სახელმწიფო ანაკლიის კონსორციუმს პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებას.

"უპრიანი იქნება, დაველოდოთ 31 დეკემბერს, ვნახოთ რა მოხდება ამ ვადაში. რაც შეეხება ინვესტორს და კონსორციუმის მოლოდინებს, სამწუხაროდ ჩვენ ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი ანაკლიის კონსორციუმის მსგავსი ტიპის განცხადებები, რომელსაც სამწუხაროდ, შემდგომში კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია," - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები