30 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ოპოზიციონერები რადიკალიზმის მომხრეები არიან და ამას ჩვენ ქუჩაშიც ვხედავთ - თეა წულუკიანი

მმართველ გუნდში პროპორციული არჩევნების სისტემას აკრიტიკებენ. ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციონერები რადიკალიზმს მიმართავენ, თუმცა იმედი იმედი აქვს, რომ ისინი დიალოგის ფორმატის ჩაშლას არ მოინდომებენ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მმართველი გუნდის შეთავაზება დაფიქრებად ნამდვილად ღირს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოდელზე მათი მხრიდან დაფიქრება ღირს, დაველოდოთ მოლაპარაკების შემდგომ რაუნდს. იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებაზე ისინი კონკრეტული პასუხებით მოვლენ და არ ისურვებენ დიალოგის ფორმატის ჩაშლას. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალიზმის მომხრეები არიან, რასაც ჩვენ ქუჩაშიც ვხედავთ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები