30 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიისას გარდაცვლილ 4 მგზავრს შორის დედა-შვილია

ტრაგედია ქობულეთის შემოვლით გზაზე. ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილ 4 მგზავრს ორი შორის დედ-შვილია, გარდაცვლილი 10 წლის ბავშვია.

ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახნენ.

"შემტხვევის ადგილიდან, 4 წლამდე ბავშვი გამვლელების მიერ თვითდინებით, ქობულეთის რეგიონულ ჰოსპიტალში შემოიყვანეს. პირველადი კვლევის შედეგად, დადგინდა მრავლობითი დაზიანებები, მათშორის მუცლის ღრუს დახურული ტრავმა სავარაუდოდ სისხლდენით. პაციენტის ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, მისი მდგომარეობა კრიტიკულია," -აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე.

თვითმხილველების თქმით, ყველა გარდაცვლილი მსუბუქი ავტომობილის მგზავრია და ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისცლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.



დღის ამბები