30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ხუთ ადამიანს სიკვდილით დასჯიან

ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ხუთ ადამიანს სიკვდილით დასჯიან, აღნიშნული გადაწყვეტილება საუდის არაბეთის სასამართლომ მიიღო.

მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის კიდევ სამ ადამიანს 24 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება  სამეფო სახლის მრჩევლის წინააღმდეგაც მიმდინარეობდა, თუმცა ის მოგვიანებით გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში, გასული წლის ოქტომბერში მოკლეს. მაშინ მედიამ ხაშოგის მკვლელობის დაკვეთაში საუდის არაბეთის პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი დაადანაშაულა.

დღის ამბები