ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიიწვია. ბორის ჯონსონისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში, სავარაუდოდ, იანვარში გაიმართება.
თუმცა, ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ვრცელდება ვერსია, რომ ჯონსონი შტატებს 31 იანვარს დანიშნული ბრექსიტის შემდეგ ეწვევა. ორმა ლიდერმა სავაჭრო შეთანხმების საკითხი უნდა განიხილოს.