ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში სტიქიამ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჯამში დაღუპულია 9 ადამიანი.
რამდენიმე კვირაა ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლას მაღალი ტემპერატურა აფერხებს. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს მგზავრობისგან თავი შეიკავონ.