30 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
"ლელო საქართველოსთვის" - არჩევნებამდე 10 თვით ადრე შექმნილი პარტია პოლიტიკური ლელოს დასადებად ემზადება

 "პოლიტიკური ლელოს" დადებას "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე თანაგუნდელებთან ერთად გეგმავს. მამუკა ხაზარაძე უკვე პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარეა. ისევე, როგორც საბანკო სფეროში მამუკა ხაზარაძის გვერდით არის ბადრი ჯაფარიძეც. ის ლელოს დელეგატებმა გენერალურ მდივნად აირჩიეს. მილიონობით ლარის გათეთრებაში ბრალდებული ბანკირები დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე პირველად გამოვიდნენ და თქვეს, რომ მთავარი კონკურენტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის გუნდი იქნება.

ხაზარაძის შეფასებით, ქვეყანამ დასავლური ვექტორიდან გადაუხვია და საერთაშორისო პარტნიორების ნდობაც დაკარგა. მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებას პირობა მისცა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა "ლელოს" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელდება.

პოლიტიკურ მოედანზე მის გუნდში ახალგაზრდებთან ერთად, სამოქალაქო მოძრაობა "შენების" ლიდერი დავით უსუფაშვილი და "ახალი მემარჯვენებიიც" იქნებიან. დავით უსუფაშვილმა "ლელოში" გაწევრიანებით 2 წლის წინ შემქნილი სამოქალაქო მოძრაობა გააუქმა, მამუკა კაციტაძემ კი საკუთარი პარტია დათმო. "ლელოში" ამბობენ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პოლიტიკურ სუბიექტებთან ბლოკების გარეშე მიიღებენ, გუნდში კი ყველა იმ პარტიას ეპატიჟებიან, ვისთანაც ღირებულებითი ერთობა აქვთ.

ქვეყანაში ორპარტიული მმართველობის დღის წესრიგი შეცვლა, ქვეყნის კრიზისიდან გამოიყვანა, სიღარიბის დამარცხება და გაუმჯობესებული საინვესტიციო გარემო - ასეთია "ლელოს" პოლიტიკური დანაპირები.

მამუკა ხაზარაძე ამ დროისთვის პოლიტიკურ პარტნიორად ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს არ განიხილავს, თუმცა მასთან მოლაპარაკების დაწყებას არ გამორიცხავს. პარტიის დამფუძნებელ ყრილობას დღეს საპარლამენტო ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე და იუსტიციის საბჭოს არამოსამრთლე წევრი ანა დოლიძე ესწრებოდნენ. ისინი სამომავლო პოლიტიკურ პარტნიორობას "ლელოსთან" არ გამორიცხავენ. პარტიის პოლიტიკურ შეხვედრას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ხელოვანები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები დაესწრნენ.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" რამდენიმე თვის წინ დააფუძნა. პრეზენტაცია სიმბოლურად ანაკლიაში გაიმართა, დღეს კი პარტია "ლელომ" პოლიტიკური ცხოვრება ოფიციალურად დაიწყო. 27 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც მის მიმართ ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები