30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ხელისუფლებასთან წინააღმდეგობრივი ბრძოლა 2020 წლიდან გაგრძელდება

ხელისუფლებასთან წინააღმდეგობრივი ბრძოლა 2020 წლიდან გაგრძელდება. თუმცა იქამდე, წელს ბოლო და გამაფრთხილებელი აქცია ბათუმში გაიმართა. ზღვისპირა ქალაქში საპროტესტო მსვლელობების დროს ისმოდა პოლიტიკური შეძახილები, რომელიც "ქართულ ოცნებამდე" ვერც თბილისში გამართული აქციების დროს მივიდა და მითუმეტეს, არც შედეგი ჰქონია. მოქალაქეები, რომელიც ყველა ქალაქში აქციებს სხვადასხვა რეგიონიდან უერთდებიან, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ იმედით, რომ ერთად ერთის წინააღმდეგ ბოლოს მაინც გაიმარჯვებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა მარდამჭერებთან ერთად კიდევ ერთი გამაფრთხილებელი აქცია დღის 12 საათზე დაიწყეს. მსვლელობა ორი ლოკაციიდან მოხდა. მომიტინგეთა ნაწილი ბათუმის პორტის ტერიროტიაზე შეიკრიბა, ნაწლი კი 6 მაისის პარკში. ოპოზიციის ლიდერებმა მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ მოსთხოვეს 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება.

მსვლელობის შემდეგ აქციის მონაწილეები ვარდების მოდანზე მერიასთან შეიკრიბნენ. სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლებას მთავარი გზავნილები მიაწოდეს და ახალი წლის შემდეგ საერთო ეროვნული წინააღმდეგობრივი მოძრაობის შექმნაც დაანონსეს. გაერთიანებული ოპოზიცის ლიდერები ამბობენ, რომ მწვავე და მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლებას აიძულებენ, დანაპირები შეასრულოს.

თავისუფალი არჩევანი, ქვეყნის წინსვლა და სიტყვის თავისუფლება - ამ მოთხოვნებით ბათუმში მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ. 

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ რეგიონებში რიგირთ მეორე აქცია ბათუმში სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა. ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლების წინააღმდეგ გამაფრთხილებელ აქციებს ახალი წლის შემდეგ აანონსებენ.

დღის ამბები