30 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
"ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო," "ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო" ... ორივე მხარე სცოდავს - გაბოძე

სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გაბოძე "ფეისბუქის" მიერ  ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების გაუქმებას გამოეხმაურა.

როგორც გაბოძემ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, აღნიშნული პრობლემის პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ეფექტური საკანონმდებლო მექანიზმები შექმნას.

"თუ გხვდება ასეთი სახელწოდების ჯგუფი "ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო", იქ გვხვდება "ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო". ბუნებრივია, რომ ერთი ერთის მომხრეების შექმნილია, მეორე - მეორეს  მომხრეების. დიდი დასკვნა არ სჭირდება იმას, რომ ყველა სცოდავს, პოზიციაც და ოპოზიციაც. სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ უნდა შექმნას ეფექტური საკანონმდებლო მექანიზმები, რათა ამ გამოწვევას ებრძოლოს", - განაცხადა გიორგი გაბოძემ.

დღის ამბები