30 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
სიმბოლურად ვიღებ "ლელოს" ნიშანს და ვიბნევ "შენების მოძრაობის" ფერის ჰალსტუხზე - უსუფაშვილი

"მე და ჩემმა კოლეგებმა "შენების მოძრაობიდან" ორი წლის განმავლობაში ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ვყოფილიყავით თანადამფუძნებელი სერიოზული პოლიტიკური გაერთიანების," - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარტია "ლელო საქართველოსთვის" ყრილობაზე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ "შენების მოძრაობა" პარტიასთან "ლელო საქართველოსთვის" გაწევრიანდა.

"ყველა საჯარო ადგილზე, სადაც მივდივარ, დამაქვს ერთი პატარა წიგნი - საქართველოს კონსტიტუცია. დავდივარ და ვივლი, სანამ შევძლებ სიარულს. იმისთვის, რომ მეც სულ მახსოვდეს და ყველას, ვინც სახელმწიფოებრივ და ეროვნულ საქმეებზე ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო ამ წიგნის გარეშე არ იქმნება.

მე და ჩემმა კოლეგებმა შენების მოძრაობიდან ორი წლის განმავლობაში ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ვყოფილიყავით თანადამფუძნებელი სერიოზული პოლიტიკური გაერთიანების და დღეს მე სიმბოლურად ვიღებ ლელოს ნიშანს და ვიბნევ "შენების მოძრაობის" ფერის ჰალსტუხზე," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.  

დღის ამბები