30 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის ინტერესების გამო ანაკლიის პროექტი შეაჩერა - ხაზარაძე

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია უნდა აშენდეს," - ამის შესახებ "ლელოს საქართველოსთვის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

ხაზარაძის შეფასებით, პროექტის განხორციელება საქართველოს კავკასიის მთავარ კარიბჭედ გადააქცევს.

"საქართველო დღეს ღრმა სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისშია. დღევანდელი ხელისუფლების უუნარობა, არაპროფესიონალიზმი, კორუფცია და ნეპოტიზმი ქვეყანას განსაცდელში აგდებს. მმართველი ძალა კარგავს საქართველოს დასავლელი მეგობრების ნდობას და ქვეყანას ჩრდილოეთის ვექტორის მიმართულებით მიაქანებს.

ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" რუსეთის ინტერესების გამო ანაკლიის პროექტი შეაჩერა. ამ პროექტის განხორციელება საქართველოს ნამდვილად გადააქცევს კავკასიის მთავარ კარიბჭედ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია უნდა აშენდეს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები