30 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
მივესალმები ახალ და არა ერთსა და იმავე სახეებს, ვისაც ხალხი 20-25 წელია ვხედავთ - კალაძე პარტიაზე "ლელო საქართველოსთვის"

თბილისის მერი ამბობს, რომ პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენა მისასალმებელია. კახა კალაძეს დღეს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" დაფუძნების შეფასება სთხოვეს.

"მივესალმები ახალ და არა ერთსა და იმავე სახეებს, ვისაც ხალხი 20-25 წლის განმავლობაში ვხედავთ და ბოროტებისა და ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ - როგორც ინდივიდუალურად, ასევე კონკრეტული პარტიების სახელით. შესაბამისად, ახალი პარტიების შექმნას ქვეყანაში, ახალი სახეების აღმოჩენას მხოლოდ დადებითად შევაფასებდი," - განაცხადა კალაძემ.

პოლიტიკური პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა, პარტიის გენერალური მდივანი კი -  ბადრი ჯაფარიძე.

 

დღის ამბები