30 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში სარწყავი მაგისტრალი გასკდა

გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში სარწყავი მაგისტრალი გასკდა. საუბარია მონაკვეთზე, რომელიც ტირიფონის არხს ნადარბაზევის ტბასთან აკავშირებს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, აქ ძველ მილებს ცვლიან, რა დროსაც შემოწმების მიზნით მაგისტრალი ჰაერის წნევით დატვირთეს.

მილებმა წნევას ვერ გაუძლო და გასკდა. შედეგად ახლოს მდებარე ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

დღის ამბები