"ფეისბუქმა" ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხარდამჭერი გვერდი გააუქმა. დონალდ ტრამპის მომხრეების ამ გვერდს 55 მილიონი გამომწერი ჰყავდა.
სოციალური ქსელის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ყალბი ანგარიშებს ტრამპის მხარდამჭერი მესიჯების გასავრცელებლად იყენებდნენ. ამ მიზნით 610 ფეისბუქანგარიში, 89 გვერდი, 156 ჯგუფი და "ინსტაგრამის" ათობით ანგარიში გამოიყენებოდა.
ყალბი ანგარიშების შექმნაში ჩართულმა ორგანიზაციებმა რეკლამირებაში ცხრა მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს.