30 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
მაგაზე ფულის დახარჯვა ნიშნავს, რომ სიცრუის პროპაგანდას ახდენ - ფოფხაძე "ფეისბუქის" მიერ ტროლების გაუქმებაზე

"ფეისბუქის" მიერ ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების გაუქმებას პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივანი გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა.

ფოფხაძის შეფასებით, ტროლების შექმნით ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება სიცრუეში აცხოვროს.

"მაგაზე ფულის დახარჯვა ნიშნავს, რომ შენ  სიცრუის პროპაგანდას ახდენ და სოციალურ სივრცეში ხდება "ფეიკების" მეშვეობით რაღაცა აზრის დამკვიდრების მცდელობა. მე მიმაჩნია, რომ ეს არის უბრალოდ მცდელობა, საზოგადოება სიცრუეში აცხოვრო. რას იტყვის ამაზე ხელისუფლება, ეს უკვე მათი პასუხისმგებლობის საკითხია," - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

დღის ამბები