30 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიცია "ფეისბუქის" ადმინისტრაციის მიერ ყალბი გვერდების წაშლას ეხმაურება

ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება, თუ სადან ფინანსდებოდა "ფეისბუქის" ყალბი ანგარიშები, რომლებიც სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ გააუქმა.

"ფარდა ჩამოეხსნა იმ ტროლებს, ბოტებს და შავ კამპანიას, რასაც აწარმოებდა ქართული ოცნება. ამჯერად ეს ფარდა ჩამოხსნილია არა საქართველოს მოქალაქეებისათვის, არამედ მსოფლიოსათვის. ოდნავ სინდისის მქონე ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს. მე არ მაქვს ქართული ოცნების გაწითლების იმედი," - აცხადებს მამუკა კაციტაძე. 

"ხელისუფლების ხელი როცა ურევია, ასეთი ტყუილების მანქანის შექმნაში, ყველაზე მეტად ხელისუფლებაზე მეტყველებს, თუ რამდენად უჭირს მოქალაქეებთან და ოპონენტებთან საუბარი. სამარცხვინო ამბავია,"-ახვადებს "შენების მოძრაობის" ლიდერი, დავით უსუფაშვილი.

"ეს არის კიდევ ერთი დაერთაშორისო დადასტურება იმ სიყალბისა, რასაც "ქართული ოცნება" ეწევა. ჩემთვის აბსულუტურად ამორალურია და ძალიან მძიმე, იმის კიდევ ერთხელ გააზრება, რომ "ქართული ოცნება",  რომელიც არის ვითომ პროდასავლური ძალა, რეალურად ქმნის ყალბ გვერდებს, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ეწევიან," - აცხადებს "ლელოს" წევრი კახა კოჟორიძე. 

"კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა რესურსი იხარჯება ამ მიმართულებით და ყველაზე საინტერესოა თანხები, რომელიც გამოქვეყნდა. ეს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში გამოძიების საგანი გახდებოდა. მე იმედი მაქვს, რომ ოდესღაც მაინც მოხდება გამოძიება, რომ მომავალში არ მოხდეს ჩარევა ამ მიმართულებით,"-  ამბობს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე, პაატა დავითაია. 

"ჩვენ გვყავს კრიმინალური მენტალობის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც 20 ივნისის საკითხს სერიოზული პასუხი უნდა გასცეს. მფარველობენ სხვადასხვა არაკანონიერ მიმართულებას, ამ შემთხვევაში - ბოტებს და ტროლებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო ხელისუფლების მფარველობის ქვეშ და ეს ადამიანები სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას,"- აღნიშნა "ლელოს" დანფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ რომ "ფეისბუქის" ადმინისტრაციამ, საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები