30 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ექიმი ცოტნე გამსახურდიაზე - "შოკი მოხსნილია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია"

ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის  ნიკოლოზ კვაჭაძის ინფორმაციით, პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმის განცხადებით, პაციენტის სასიცოცხლო პარამენტები ამ დროისთვის ნორმის ფარგლებშია.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. რჩება მართვით სუნთქვაზე, სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ. ცვლილებები ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. მიღწეულია ჰემოდინამიკის სტაბილიზაცია, ანუ შოკი მოხსნილია. სასიცოცხლო პარამეტრები, ამ დროისთვის, ნორმის ფარგლებშია," - განაცხადა ექიმმა.  

დღის ამბები