30 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
მეგონა უკვე შეიწყალეს... არა?! - ჭყონდიდის მიტროპოლიტმა არ იცის შეიწყალა თუ არა პრეზიდენტმა დეკანოზი მამალაძე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე  გრიგოლ კაციამ არ იცის, შეიწყალა თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილიმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.

მეუფე გრიგოლი პრეზიდენტს ურჩევს, დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს, რათა ის ახალ წელს საკუთარ ოჯახში შეხვდეს.

"მეგონა უკვე შეიწყალეს - არა?! სინოდმა მიიღო გადაწვეტილება შეწყალებაზე... მე მგონია უნდა შეიწყალოს (პრეზიდენტმა) და ახალ წელს სახლში უნდა შეხვდეს," - განაცხადა მეუფე  გრიგოლმა "კურიერთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქომ პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების რეკომენდაციით ბოლო სინოდის სხდომის ჩატარების დროს მიმართა.

დღის ამბები