30 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
"სამთავრობო ტროლების" სკანდალი - facebook-ი ყალბი გვერდის ავტორად "ოცნებასა" და "პანდას" ასახელებს, უმრავლესობა კი ოპოზიციას 

სოციალური ქსელით, პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლამ ხელისუფლება დიდ და საერთაშორისო სკანდალში გახვია.

344 გვერდი, 13 ჯგუფი, 39 ფეისბუქისა და 22 ინსტაგრამის ანგარიში - ეს ფეისბუქის გამოძიების შედეგად გაუქმებული ანგარიშების ჩამონათვალია.

ამ ყველაფრის რეკლამირება" ქართულ ოცნებას" 316 ათასი დოლარი დაუჯდა.

სარეკლამო კომპანია "პანდა", რომელიც ადრე მუსიკალურ საქმიანობას ეწეოდა, ოფიციალურად ერთ-ერთი საცხოვრებლის მისამართზეა რეგისტრირებული.

"კურიერს" ადგილზე დღეს არავინ დახვდა, კორპუსის ერთ-ერთი მობინადრეს ინფორმაციით ბინაში თვეზე მეტია არავინ გამოჩენილა.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის ფეისბუქის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რომლებიც ყალბი ანგარიშების თავდასხმის პირდაპირი ობიექტები, როგორც თავად ამბობენ, ხშირად გამხდარან.

"პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში უსამართლო თამაშის კიდევ ერთი ცუდი ნიშანი" - ასე გამოეხმაურა ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ სკანდალს.

საკითხზე შეშფოთება გამოხატა შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა თავდაცვის საკითხებშიც, რომლის სიტყვებითაც, "საშინელებაა, თუ ეს სიმართლეა".

"ბოტების" სკანდალს ხელისუფლების წარმომადგენლები დღის ბოლოს გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ყალბ ექაუნთებთან "ქართულ ოცნებას" არავითარი კავშირი არ აქვს. მმართველი გუნდში ე.წ. ტროლების სკანდალის აგორებას ოპოზიციას უკავშირებს.

დღის ამბები