30 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
აშშ-მა განახორციელა $30 მლნ-ზე მეტი ინვესტირება საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებისათვის - რუდი

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები "რუსთავი2"-თან ექსკლუზიური ინტერვიუში შეაფასა. რუდის თქმით, აშშ ამჩნევს იმ პროგრესს რაც სასამართლო სისტემაში იქნა მიღწეული, თუმცა არის შენიშვნები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ამის მაგალითად ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი დაიხვეწება. ელიზაბეთ რუდის თქმით, საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებისთვის აშშ-მა 30 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა.

"ძალიან მარტივია გააკრიტიკო ერთი კონკრეტული მიმართულება, მაგრამ თუკი საკითხს უფრო ფართოდ შევხედავთ შეერთებული შტატებმა განახორციელა 30 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტირება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის განვითარებისათვის საქართველოში. ამ თანამშრომლობამ მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგი და მიღწევა, მაგალითად საქართველოში გვაქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, არიან უფრო მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი მოსამართლეები, არსებობს საქმეთა მართვის ახალი სისტემა, სასამართლო დარბაზები არის უკეთ აღჭურვილი, მეტად განათლებული მოსამართლეები, იყო ბევრი სხვა გაუმჯობესება სასამართლო სისტემაში ეს კი ნიშნავს, რომ რიგით მოქალაქეებს ახლა აქვთ უფრო პოზიტიური გამოცდილება სასამართლოსთან ურთიერთობაში ვიდრე ეს აქამდე იყო. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გაგრძელდეს გაუმჯობესებისთვის მუშაობა, როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენ გამოვთქვით შენიშვნები და წუხილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შედეგთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ სანამ შემდგომი მოსამართლეების შერჩევა მოხდება, ეს სისტემა და პროცესი დაიხვეწება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ იმ დიდ პროგრესს, რაც სასამართლო სისტემაში იქნა მიღწეული,"- განაცხადა რუდმა.

დღის ამბები