30 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
20 ივნისის ამბები ყველასთვის შოკის მომგვრელი იყო - ელიზაბეთ რუდი 2019 წლის პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს აჯამებს. მისი თქმით, საქართველოსთვის 2019 წელი საკმაოდ დატვირთული იყო ახალი გამოწვევებითა და სირთულეებით. ელიზაბეთ რუდი იმედოვნებს, რომ 2020 წლიდან აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და დასტაბილურდება.

"სულ ახლახანს მიიღეს გადაწყვეტილება სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყო მოულოდნელი ამბებიც რამაც უფრო ინტენსიური გახადა ეს წელიწადი. ჩამონათვალში პირველ ადგილზეა 20 ივნისის ამბები, რაც ყველასთვის შოკის მომგვრელი იყო. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ იმ თანმდევი შედეგების გადაჭრას, რაც ამ მოვლენებს მოჰყვა.

იყო გარკვეული წუხილი რის შესახებაც ჩვენ ხმა მივაწვდინეთ საქართველოს მთავრობას და გამოვთქვით იმედგაცრუება მოსამართლეთა შერჩევის პრინციპებზე. საქართველოს პროცესების დახვეწაში დავეხმარებით, ჩვენ ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობები გვაქვს და 2020 წლისთვის ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება,"- განაცხადა ელიზაბეთ რუდი.

დღის ამბები