30 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ჩვენი სურვილია, რომ ამ ქვეყანაში ჟურნალისტები იყვნენ დაცულები - გიორგი თარგამაძე მედიაზე თავდასხმის ფაქტებზე

პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა და ხელშეშლა გააპროტესტეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში მედიის საქმიანობაში ხელის შეშლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

"ეს არის არამხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობის ხელის შეშლა, არამედ ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე და მათი საკუთრებისა და ტელეკამერების ხელყოფა. დღევანდელი აქცია, სადაც შეკრებილია სხვადასხვა თაობის ჟურნალისტი, არის გამოხატულება ჩვენი საერთო სურვილის, რომ ეს პროფესია და ამ პროფესიის ადამიანები ამ ქვეყანაში იყვნენ დაცულები,"- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

დღის ამბები