30 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამნაშავეთა წრის დაზუსტებასთან დაკავშირებით - ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ადვოკატი იმედოვნებს, რომ გამოძიება უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას:

"მიმდინარეობს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ბრალდების ფორმულირებებთან მიმართებაში, დამნაშავეთა წრის დაზუსტებასთან დაკავშირებით. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, გამოვდივარ გამოძიების და ცოტნე გამსახურდიას ინტერესებიდან, თუმცა იმედი მაქვს, რომ გამოძიება დამატებით ინფორმაციას თვითონ მოგაწვდით უახლოეს მომავალში," - განაცხადა ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია ვერაზე საკუთარ სახლთან 19 დეკემბერს დაჭრეს, მას ბასრი საგნით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაციები დასჭირდა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ამ საქმეზე 5 პირია დაკავებული.

დღის ამბები