ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. გაზსადენი რუსული პროექტია. შეერთებული შტატები გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს სამუშაოების დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სანქციების წინააღმდეგია გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობის წინააღმდეგ მიღებულ დოკუმენტს ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტში ნათქვამია რომ მიღებული ზომები ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ემსახურება. ოფიციალური მოსკოვი გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.