30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
დონალდ ტრამპმა მოითხოვა სენატმა იმპიჩმენტის პროცესი დაუყონებლივ დაიწყოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოითხოვს, სენატმა იმპიჩმენტის პროცესი დაუყონებლივ დაიწყოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. დემოკრატები კი ბრალდებების სენატში გადაცემას არ ჩქარობენ.

დღეს განცხადება გააკეთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა. დემოკრატები სენატში იმპიჩმენტის საქმის ფართო განხილვებს ითხოვენ.

წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის იმპიჩმენტს მხარი გუშინ დაუჭირეს. პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმა არ მისცეს რესპუბლიკელებმა, რომლებიც უმრავლესობას უკვე სენატში ფლობენ.

დღის ამბები