მოსკოვის ცენტრში გუშინ მომხდარ სროლას 2 ძალოვანი ემსხვერპლა. "ФСБ"-ს შენობაზე თავდასხმისას დაჭრილი უშიშროების თანამშრომელი დღეს გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი.
გამოძიების ფედერალური ბიუროს შენობაზე თავდასხმა გუშინ იმ დროს მოხდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს კრემლში პროფესიულ დღეს ულოცავდა.
სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. ცნობილია, რომ უშიშროების სამსახურს ცეცხლი 39 წლის ევგენი მანიუროვმა გაუხსნა.
რუსულ მედიაში ავრცელებენ ვერსიას, რომ თავდამსხმელს ბოლო პერიოდში არაბებთან სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა.