მოძრაობა "ლელო" კადრებს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ მარიანა ჩოლოიანი თავისუფლად გადაადგილდება და მას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს.
კადრები პენიტენციურ განყოფილებაში გადაყვანამდე, რეფერალური საავადმყოფოს ავტოსადგომზეა გადაღებული.
როგორც საზოგადოებრივი "მოძრაობა ლელოს" სპიკერი ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, ამ კადრებიდან ჩანს, რომ მარიანა ჩოლოიანს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.
"იმის ნაცვლად, რომ საქმე გამოიძიონ, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა რაღაცებს ხლართავენ და უტიფრად იტყუებიან, რომ ჩოლოიანი ისე ცუდად არის სასამართლოსაც ვერ ესწრებაო და ამ დროს თავისი ფეხით დადის," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.