30 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
"კლასობანა" - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ჯგუფურ გამოფენას სახელწოდებით  - "კლასობანა" მასპინძლობს. ექსპოზიციის ნახვას დამთვალიერებელი 8 იანვრამდე შეძლებს.

გამოფენა სხვადასხვა თაობის 16 არტისტს აერთიანებს. კონცეპტუალური ექსპოზიცია მოიცავს ნამუშევრებს 60-იანი წლებიდან დღემდე. 

ექსპოზიცია, რომელიც ვიზუალურ დიალოგს წარმოადგენს, განსხვავებულ დროში შექმნილ ნამუშევრებს ერთმანეთთან  ფერისა და ფორმის აღქმის, ემოციური ტონალობის, ქვეტექსტებისა და არტისტული ტემპერამენტის მიხედვით აკავშირებს. 

 

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 
 

დღის ამბები