30 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
პრემიერი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეხვდა

ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ, გაფრინდაშვილის ოჯახმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.

გიორგი გახარიას და ოკუპირებული ცხინვალის მიერ დატყვევებული ექიმის ოჯახის წევრების შეხვედრა  ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პრემიერ-მინისტრი ოჯახს დაჰპირდა, რომ ყველა შესაძლო რესურსი იქნება გამოყენებული, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი  ოჯახს მალე დაუბრუნდეს.

ვაჟა ექიმის შვილის, თათა გაფრინდაშვილის თქმით, პრემიერი მათ დაჰპირდა, რომ ყველა შესაძლო რესურსი იქნება გამოყენებული, ექიმის ოჯახში მალე დასაბრუნებლად.  მისივე თქმით, საუბარი იყო საერთაშორისო ზეწოლაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბერკეტია.

"შევხვდით და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, მათი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ უფრო მეტად ჩართავენ საქმეში, რადგან საერთაშორისო ზეწოლა საუკეთესო გამოსავალია ამ შემთხვევაში," - განაცხადა  დატყვევებული ექიმის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

დღის ამბები