30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
"ლუკას სიტყვებს ვიმეორებ - ამ ცხოვრების დედაც და ამ სისტემის დედაც" - დაკავებული ბესიკ თამლიანის დედის ემოციური განცხადება

20 ივნისის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. გამოკითხულმა სამართალდამცველებმა კონკრეტულ პირებზე არ ისაუბრეს, მათ მხოლოდ ის ვითარება აღწერეს, რა 20 ივნისს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა.

ბრალდებულების მშობლების განცხადებით, დაკავებულები ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან.

“ივანიშვილს და გახარიას უნდათ, რომ ჰყავდეთ პირადი მძევლები. ჩემი შვილიც დღეს გახარიას და ივანიშვილის პირადი მძევალია. ძალა აღარ შემწვეს, ძალაც გამომელია. დღეს მე მოხუცი ქალი, ბებია, ლუკას სიტყვებს ვიმეორებ - ამ ცხოვრების დედაც და ამ სისტემის დედაც.“ - ამბობს ბესიკ თამლიანის დედა რუსუდან თამლიანი.

ზურაბ ბუდაღაშვილის დედა, მაგული გობეჯიშვილი "აბსურუდულ" სასამართლო პროცესებზე საუბრობს.

"ამ 6 თვის განმავლობაში, ვესწრებით აბსურდულ სასამართლო სხდომებს, რომელიც არაფერს არ იძლევა და მიმდინარეობს იმ მოწმეების დაკითხვა, რომელიც საერთოდ შემხებლობაში არ არიან,“ - განაცხადა დაკავებულის დედამ. 

დღის ამბები