30 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
"ვფიქრობ, ეს აქციები უნდა გაჩერდეს, ეს არის პროვოცირება სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის“ - გომელაური

ლუკა სირაძის გარდაცვალებას შინაგან საქმეთა მინისტრი ეხმაურება. ვახტანგ გომელაური გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და მიიჩნევს, რომ ის აქციები, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს.

გომელაურის თქმით, ეს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის პროვოცირებას წარმოადგენს.

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, ოჯახს ვუსამძიმრებ. ამას მოჰყვა ორი სუიციდის ფაქტი, ერთი მოხდა ბათუმში და მეორე სამეგრელოში, რომელიც არასრულწლოვანი იყო.

ვფიქრობ, ეს აქციები უნდა გაჩერდეს ჩემი აზრით, ეს არის პროვოცირება პირდაპირი ამ სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის," - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

დღის ამბები