30 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
"ამორალური კაცია თავისი შინაგანი რწმენებით და განცხადებებით" - ლევან ხაბეიშვილი

ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან წასვლას თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ერეკლე კუხიანიძე ამორალური კაცია და მას საკრებულოში არაფერი ესაქმება.

"მეოთხეკლასელ ბავშვთან ერთად მოვიდა კუხიანიძე. არცერთი ბავშვის ნერვები არაფრად არ ღირს, ამასაც ხო უნდა კადრება. ამორალური კაცია თავისი შინაგანი რწმენებით და განცხადებებით.

არც ეს კაცი მაინტერესებს და არც მისი თანამდებობა. აქ მთავარი მესიჯი იყო ის, რომ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ტყვედ არის ჩავარდნილი მოიხსენიებს პროვოკატორად, ასეთ ადამიანს კი საკრებულოში არაფერი ესაქმება,"  - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები