30 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო ამ განაჩენის ასაცილებლად - ეკა ბესელია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია არ არის დარწმუნებული, რომ ხელისუფლებამ ყველა ზომას მიმართა იმ განაჩენის ასარიდებლად, რაც ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა გამოუტანა.

ბესელიას განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული პასუხები კითხვაზე, თუ რას აპირებს ამ განაჩენის შემდეგ. 

"მე მესმის, რომ იმ უკანონო რეჟიმს არ აქვს ლოგიკა, სამართლიანობა და არ არის კანონს დაფუძნებული, მაგრამ არის კი ყველა ზომა მიღებული ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ ეს განაჩენი თავიდან აცილებულიყო, არ ვარ ამაში დარწმუნებული. ეს არის ძალიან მძიმე კითხვები, რომელიც ჩნდება და უნდა მოვისმინოთ ხელისუფლების მხრიდან ძალიან კონკრეტული განცხადებები რა პასუხი აქვთ, რას აპირებენ, რა იქნება ამ განაჩენის შემდგომი გაგრძელება,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა

საოკუპაციო რეჟიმი ქართველ ექიმს ე.წ საზღვრის დარღვევას ედავება, რომელსაც გაფრინდაშვილი არ აღიარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები