30 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ვაჟა ექიმის პატიმრობასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა გამართა

ვაჟა ექიმის პატიმრობასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დაგეგმა.

უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის საოკუპაციო რეჟიმის მიერ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს.

პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და შექმნილი ვითარების დეესკალაციისათვის საჭიროა დიდი ძალისხმევა.

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი იმედს გამოთქვამს, რომ ექიმი თავის ოჯახს, რაც შეიძლებს სწრაფად დაუბრუნდება.

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე, რომელიც უკანონოდაა დაკავებული, ჰუმანიტარული გადაწყვეტის გზა მოიძებნება.

დღის ამბები