30 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
"ოკუპანტ ძალასთან გვაქვს საქმე, რომლისთვისაც არანაირი სამართლებლივი ნორმები არ არსებობს"-დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ექიმის დაკავება იყო გამიზნული პროვოკაცია ოკუპანტი ქვეყნისგან. მისივე თქმით, ამოქმედდება ყველა დამატებითი ბერკეტი, რომ ექიმი ოჯახს დაუბრუნდეს.

"ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, ფაქტები კი ამტკიცებს, რომ მისი დაკავება უკანონო იყო და ამავე დროს ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ.

რაც აქამდე იყო ამოქმედებული სხვადასხვა ბერკეტები, იმას კიდევ დავამატებთ ყველა შესაძლებლობას. ყველა საერთაშორისო პარტნიორისგან ვიღებთ მუდმივად რჩევებს და ოჯახთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია. ოკუპანტ ძალასთან გვაქვს საქმე, რომლისთვისაც არანაირი სამართლებლივი ნორმები არ არსებობს," -  განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები