30 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს - სუსის განცხადება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლოს მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1 წლითა და 9 თვით პატიმრობის მისჯას, სუს-ი განცხადებით ეხმაურება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ააშკარავებს, ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მიმართულებით არსებულ მძიმე მოდგომარეობას. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი "ცხელი ხაზით" მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებას.

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას და  აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას," - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. 

დღის ამბები