ლიბანში არეულობა და დაპირისპირება გრძელდება. მასშტაბური პროტესტი ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშნავს მოჰყვა.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ხალხი ბეირუთში, საიდონსა და ტრიპოლიში შეიკრიბა. როგორც დემონსტრანტები ამბობენ, ჰასან დიაბი კორუმპირებული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელია, სწორედ ამიტომ აკრიტიკებს მოქალაქეების ნაწილი მის კანდიდატურას.