ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოითხოვს, სენატმა მისი იმპიჩმენტის საქმე დაჩქარებული წესით განიხილოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"დემოკრატებს ახლა სურთ მითითებები მისცენ სენატს, თუ როგორ ჩაატაროს პროცედურა. საერთო ჯამში, მტკიცებულება არ გააჩნიათ. ვითხოვ, დაუყონებლივ დაიწყოს პროცესი", – წერს ტრამპი.
აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტს ხმა რესპუბლიკელებმა არ მისცეს, ახლა საქმე სენატმა უნდა განიხილოს, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ. მოსმენა იანვარში დაიწყება.