30 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ე.წ სასამართლო პროცესი ოკუპირებულ რეგიონში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

საოკუპაციო რეჟიმი ქართველ ექიმს ე.წ საზღვრის დარღვევას ედავება, რომელსაც გაფრინდაშვილი არ აღიარებს.

დღის ამბები