"ლივერპულმა" იაპონელი ფეხბურთელის ტაკუმი მინამინოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
აზიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ინგლისურ კლუბს იანვარში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ შეუერთდება, მინამინო ახალ კლუბში
18-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
მერსისაიდელებს 24 წლის ფორვარდის შეძენა 8.5 მილიონი ევრო დაუჯდათ. მინამინოს ზალცბურგთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებდა და მისი გამოსასყიდი თანხა 8 მილიონი ევრო იყო.
მინამინო ლივერპულს ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ დაუპირისპირდა და “ენფილდზე” გოლიც გაუტანა. მან ავსტრიის ბუნდელსიგაში 14 მატჩი ითამაშა, სადაც თავი 5 გატანილი გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.