30 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
რაც შემოგვთავაზა უმრავლესობამ აბსოლუტურად არაა კავშირში პროპორციულ სისტემასთან - ირმა ინაშვილი

მმართველი გუნდის წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც საპარლამენტო მანდატების 100/50 შეფარდებით განაწილებას გულისხმობს პროპორციულსა და მაჟორიტარულს შორის, არ ეთანხმება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი. მისი თქმით, ეს წინადადება კავშირში არაა პროპორციულ სისტემასთან, რომელსაც ოპოზიცია და საზოგადოება ითხოვს:

"დღევანდელი წინადადება, რაც შემოგვთავაზა უმრავლესობამ აბსოლუტურად არაა კავშირში პროპორციულ სისტემასთან. მეორე პრობლემა ის არის, რომ ლაპარაკია მარადიულად დარჩეს შერეული მოდელი, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ლაპარაკობს იმაზე, რომ სწორედ 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ამავდროულად ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ შემოვიდეს დამატებითი ელემენტი, სავალდებულო გახდეს არჩევნებში მონაწილეობა,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მმართველი გუნდის წინადადება, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას და პარლამენტის 150 მანდატიდან 100-ის პროპორციულზე და 50-ის კი მაჟორიტარულზე გადანაწილებას გულისხმობს ოპოზიციისთვის მიუღებელია.

დღის ამბები