30 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა

დონალდ ტრამპი მესამე პრეზიდენტი ხდება შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელსაც წარმომადგენლობითი პალატა იმპიჩმენტს უცხადებს.

ორი ბრალდება და ორივე პრეზიდენტის წინააღმდეგ - დემოკრატებმა კონგრესში კენჭისყრა მოიგეს, თუმცა იქ არსებული უმრავლესობის ხარჯზე. საბოლოო სიტყვა სენატზეა, სადაც უმრავლესობას უკვე რესპუბლიკელები ფლობენ. იმპიჩმენტს ამერიკა 2020 წლის იანვარში დაუბრუნდება.

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა. პალატაში 2 კენჭისყრა გაიმართა. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებას 230 კონგრესმენი დაეთანხმა, წინააღმდეგ 197 წავიდა. მეორე ბრალდებას, რომელიც ტრამპის მხრიდან კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლას ეხებოდა ხმა პალატის 229 წევრმა მისცა.

სენატმა იმპიჩმენტის საკითხის განხილვის თარიღი უნდა დაასახელოს. ამისთვის წარმომადგენელთა პალატამ საიმპიჩმენტო დოკუმენტები უნდა გადასცეს. სენატში უმრავლესობის ლიდერმა რესპუბლიკელმა მიტჩ მაკონელმა განცხადება უკვე გააკეთა და გამოძიებას ნაჩქარევი უწოდა.

დემოკრატებმა საიმპიჩმენტო პროცედურა მას შემდეგ დაიწყეს რაც ტრამპი-ზელენსკის სკანდალური სატელეფონო საუბრები გამოქვეყნდა. ოპონენტები შეერთებული შტატების პრეზიდენტს უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. დემოკრატების ინფორმატორის მტკიცებით, ტრამპმა ზელენსკის ყოფილი ვიცე-პრემიერის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება პოლიტიკური სარგებელის მიღების გამო მოსთხოვა.

წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის პროცესს, ტრამპი მიჩიგანიდან აკვირდებოდა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ შტატში მისი მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

ტრამპი უკვე მე-3 პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა. თუკი სენატმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მაინც შეძლებს.

დღის ამბები