30 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ბავშვთა უფლებები და მართლმსაჯულება - უწყებებმა პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები ერთ კვირაში უნდა წარადგინონ 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ საკითხი კომპლექსურია და მართლმსაჯულება ერთ-ერთი მიმართულება ამ პრობლემის.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ უნდა მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს განათლების გაუმჯობესების და სისტემური რეფორმის მიმართულებით, ქვეყანას აქვს საკმაოდ კარგი, ბავშვის ინტერესებზე მორგებული კანონმდებლობა, რაშიც იუსტიციის სამინისტროს დიდი წვლილი მიუძღვის, თუმცა პრაქტიკაში საკმაოდ ბევრი გამოწვევა არსებობს.  

განათლების მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის თქმით ერთ კვირაში ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები წარადგენენ სამოქმედო გეგმას, რომელშიც იქნება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ნაბიჯები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემასთან ბრძოლა. ასევე განათლების უწყების მაღალჩინოსანი საუბრობს იმაზეც, რომ კერძო და საჯარო სკოლები საერთო რეგულაციებს უნდა ექვემდებარებოდნენ.

სწრაფი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე.სოფო კილაძის თქმით, კანონმდებლობის სრულყოფილი აღსრულების შემთხვევაში პრევენცია სრულყოფილად განხორციელდება.

მართლმსაჯულების, განათლებისა და სოციალური მიმართულებით ხარვეზებს ხედავენ მესამე სექტორში, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში მონაწილეობდნენ. მათი თქმით, უნდა მოხდეს სისტემური და გრძელვადიანი ცვლილებები.

სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა სავარაუდოდ 25 დეკემბერს შედგება, რომელზეც სამუშაო ჯგუფის წევრებმა უკვე სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინონ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა რაც 15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

დღის ამბები