30 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორის ინფორმაციით, ლუკა სირაძე პოლიციაში მშობლის გარეშე 20 წუთი დარჩა

ლონდა თოლორაის თქმით, სკოლამ პოლიციას ჩანაწერები და ბავშვთა პერსონალური მონაცემები კანონდარღვევით გადასცა, თუმცა ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით ამაში სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთება. ამის შესახებ ლონდა თოლორაიამ 15 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს, თუ არის დარღვეული კანონმდებლობა,  ეს არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. შესაბამისად, აქ გასარკვევია ადგილი ჰქონდა მხოლოდ პერსონალური მონაცემების დამუშავების დარღვევას, თუ ეს აღწევს სხვა, ამ შემთხვევაში დანაშაულის ნიშნულს. ამ ეტაპზე, ამ ეპიზოდში, არსებული მტკიცებულებებით სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთება, გამოძიება გრძელდება,"- განაცხადა თოლორაიამ.

"კურიერმა" სცადა უფრო კონკრეტული ინფორმაცია მიეღო სახელმწიფო ინსპექტორისგან იმის შესახებ, თუ ვინ იყო საგამოძიებო ადგილზე დაკავებული გამომძიებლის გარდა,  იყო თუ არა ჩართული ფსიქოლოგი გამოძიების დროს არასრულწლოვნებთან მუშაობისას და რა პერიოდულობით რჩებოდა არასრულწლოვანი მშობლის გარეშე.

"ფსიქოლოგი არც სკოლაში და არც პოლიციის განყოფილებაში, ბავშვის გამოკითხვის პროცესს არ ესწრებოდა. რაც შეეხება განყოფილებაში მშობლის გარეშე ბავშვის ყოფნის ფაქტს, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, მშობელი ტოვებს პოლიციის განყოფილებას და ბავშვი რჩება პოლიციის განყოფილებაში მარტო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვაქვს შესაბამისი კამერის ჩანაწერები, თუ რა ხდება,"- განაცხადა თოლორაიამ.

დღის ამბები