30 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
რა პირობებში იმყოფებოდა ქართველი მეზღვაური დამანის ციხეში - სამშობლოში დაბრუნებული რომან კაკალაშვილი "კურიერთან" დეტალებს იხსენებს

რამდენიმე წლიანი პატიმრობის შემდეგ ლიბიაში გათავისუფლებული მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ.

რომან კაკალაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 3 წლის შემდეგ დაბრუნდა. ოჯახის წევრებთან ემოციური შეხვედრის შემდეგ, ლიბიაში დაკავებული მეზღვაური "კურიერთან" დეტალურად იხსენებს, რა პირობებში იმყოფებოდა ქალაქ ტაჯურაშიდამანის ციხეში.

აპლოდისმენტებით დახვდნენ ახლობლები სამშობლოში დაბრუნებულ ეკიპაჟის კაპიტანსაც, რომელიც თბილისის აეროპორტიდან კაკალაშვილთან ერთად ამბასადორიალზე მივიდა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. გენადი კომახიძემ დღეს დაკავების დეტალები გაიხსენა და განაცხადა, რომ ლიბიის ტერიტორიული წყლების დატოვება გარემოებებმა აიძულა.

ეკიპაჟის კაპიტანს და მის თანაშემწეს გამოძიება ნავთობის უკანონო გადაზიდვასა და ლიბიიის ტერიტორიულ წყლებში უკანონო შეღწევას ედავებოდა, მათ ჯარიმის სახით მილიონ ლარზე მეტიც ჰქონდათ დაკისრებული, თუმცა საბოლოოდ, თანხის გადახდის გარეშე გათავისუფლდნენ. მათთან ერთად მყოფი მესამე ქართველი მეზღვაური, ნუკრი ხოხბა კი დაკავებიდან რამდენიმე თვეში გამოუშვეს.

მეზღვაურების გათავისუფლება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თითქმის 2 წელიწადნახევრიანი მოლაპარაკებების შემდეგ გახდა შესაძლებელი. პროცესში ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებებიც.

მიმდინარე წლის განმავლობაში, საგარეო უწყება ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებულ 29 საქმეზე მუშაობდა, აქედან 9 ჯერ კიდევ წარმოებაშია. 2 მეზღვაური კი ამ დრომდე რჩება სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროში.

დღის ამბები